გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ

17-01-2023

სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰანი ვეისთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ.


ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები განიხილეს.


"შევხვდი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს.


განვიხილეთ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები. ამ კონგლომერატს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930