გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის წევრები EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

17-01-2023

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენს მთავრობის წევრები შეხვდნენ.


სტუმართან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.


მხარეებმა მიმოიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები - ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მოისმინეს ინფორმაცია ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ჯანდაცვის სფეროში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სხვა.


ყურადღება დაეთმო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფისკალურ პარამეტრებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს მაღალ და მდგრად ზრდას.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031