გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკას ეფაშვილი გიორგივაშაძის ოჯახის მიერ ბინის რუსეთის მოქალაქეზე მიქირავების შესახებ: ეს ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა - ჩუმად აკეთებენ იმას, რის გამოც სხვებს ამუნათებენ

18-01-2023

ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოხატულება, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი გიორგი ვაშაძის ოჯახის მიერ ბინის რუსეთის მოქალაქეზე მიქირავებას.


ის პარალელს ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ რუსეთიდან თანხის მიღებასთან ავლებს და ხაზს უსვამს, რომ ხოშტარიაც და ვაშაძეც თავად აკეთებენ იმას, რის გამოც სხვებს საჯაროდ აკრიტიკებენ.


„მასმედიის სხვადასხვა საშუალებით, ისინი საზოგადოების ნებისმიერ წევრს ამუნათებენ  და ამბობენ, რომ ყველაფერი რუსული საშინელებაა, მიუღებელია, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, რუსული არაფერი არ უნდა მოგვწონდეს და ა. შ. მეორე მხრივ, ერთი [ელენე ხოშტარია], გაურკვეველი დანიშნულებით, რუსეთიდან ძალიან მსხვილ შემოწირულობებსა და ჰონორარებს იღებს და მეორე [გიორგი ვაშაძე] ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს. რა  თქმა უნდა, მათ ათასი  გამართლება შეიძლება მოუძებნონ თავიანთ საქციელს, მაგრამ  ფაქტია, რომ რის გამოც სხვებს ამუნათებენ, თავად  ჩუმად, მალულად აკეთებენ და რატომღაც, იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდება“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930