გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია ბერლინში, მინისტერიალზე სიტყვით გამოვა

18-01-2023

მიმდინარე წლის 19-21 იანვარს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია  ბერლინის სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალს (GFFA 2023) დაესწრება და სიტყვით გამოვა. 


დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროების პირველ პირებთან.


სურსათის და სოფლის მეურნეობის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 90-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრებიან.


ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის  „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრება. აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან იმართება და   მასში მონაწილეობას 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს;  დამთვალიერებელთა (ვიზიტორთა) რაოდენობა კი, 400,000-ს აჭარბებს.


გამოფენაზე  „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე საკუთარ პროდუქციას 16 ქართული კომპანია წარმოადგენს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031