19-01-2023
CNN-ის ჟურნალისტი "The New York Times“-ის ფეიქ სტატიაზე დაყრდნობით, რომლის ერთერთი ავტორი რუსი ჟურნალისტი იყო, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უსვამს კითხვას, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთერთი მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი, ესკალაცია და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მისი თქმით, არიან სერიოზული ძალები, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი ცდილობენ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით.
„არიან ადამიანები, სერიოზული ძალები, რასაც ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, არ ვხსნით კარტებს ბოლომდე, ზუსტად ვიცით რა იგულისხმება ამის უკან, მაგრამ ამას არ ვამბობთ, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი ცდილობენ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ, თუ არ ვცდები CNN-ზე იყო, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა, სადაც CNN-ის ჟურნალისტი „ნიუ იორკ თაიმსის“ ფეიქ სტატიაზე დაყრდნობით, რომლის ერთერთი ავტორი რუსი ჟურნალისტი იყო, უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთერთი მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“, ან „მთავარი არხი“, ნაცმოძრაობის ჯიბის ტელევიზიები, როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები.
მიზანი ხელოვნურად პრობლემების შექმნის შეიძლება იყოს ერთადერთი, ესკალაცია და საბოლოო ჯამში ესკალაციის საბოლოო შედეგი უნდა იყოს რა თქმა უნდა მეორე ფრონტი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქვე ირაკლი კობახიძემ მოიყვანა სტატისტიკა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ეს არის ტყუილი.
„მინდა გავშალო კონკრეტული ფეიკის თემა. მაქვს მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს არის ტყუილი, თითქოს საქართველო გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთმა მიიღოს სანქცირებული პროდუქტები. ეს რომ ასე იყოს, სტატისტიკაში აისახებოდა. ეს სტატისტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაშინ არსებითად უნდა იყოს გაზრდილი რუსეთში საქართველოდან ექსპორტი და უნდა იყოს არაპროპორციულად გაზრდილი.
მთლიანობაში რომ ავიღოთ 2022 და 2021 წლების შედარება, წლის განმავლობაში არის სრული მონაცემები საერთო, 33%-ით არის გაზრდილი ზოგადად საქართველოდან ექსპორტი. რუსეთის და სხვა ქვეყნების წილი აქ რამდენია, აქ უკვე ქვეყნების ჩაშლაა 11 თვიანი მონაცემებით. ყველაზე დაბალი მატება არის რუსეთთან მიმართებით. საქართველოდან ხდება პროპორციულად ყველაზე ნაკლებად რუსეთში გაზრდილი ექსპორტის წარმოება. მაგალითად რომ ავიღოთ, 11 თვე დარდება წინა წელს. რუსეთის შემთხვევაში 12 %-ით ნაკლებია მაჩვენებელი. 11 თვე 12 თვეზეა შედარებული, მაგრამ ეს სურათს იძლევა. ჩინეთს რაც შეეხება, 45%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, აზერბაიჯანთან 63%-იანი მატება გვაქვს. შეგახსენებთ, მინუს 12 გვაქვს რუსეთთან, სომხეთთან 232%-ით, ანუ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ექსპორტი. ასევე თურქეთი - 87%-ით, გაორმაგებულია თითქმის ექსპორტი, ბულგარეთთან - ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, 141%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, აშშ - 67%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ყაზახეთი - 104% - გაორმაგებულია ექსპორტი. ეს ცხრილი უკვე ადასტურებს იმას, რომ გუშინ CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის CNN და არა „მთავარი არხი“ ან „ტვ პირველი“.
ასევე გვაქვს მონაცემები, რისი ექსპორტირება ხდება, სანქცირებულ პროდუქტებზე როცაა საუბარი. 2/3-ზე მეტი ეს არის სასმელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები - ღვინო, სპორტიანი პროდუქტები, რაც პირდაპირ აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას, ფერმერებს, გლეხებს და ა.შ, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია. დანარჩენი არის ფეროშენადნობები, რაც მანამდეც გადიოდა და ახლაც გადის. პრაქტიკულად ეს არის მთელი ექსპორტი.
ანუ, არავითარი ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლასთან ან რამე ამდაგვართან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - გვახსოვს განცხადებები არა ერთი ევროპელი ძალოვანის მხრიდან, რომ საქართველოდან არ შედის რუსეთში არაკონტროლირებად ტვირთი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამას ამბობდნენ და ახლა ცდილობენ რაღაცნაირად სხვა მესიჯი დაალაგონ, ტყუილი დაალაგონ CNN - ის დონეზე.
„სიენენის ჟურნალისტი ეკითხება ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს არ არის ის, რომ მთავარი არხი ეკითხება ხაბეიშვილს ან ნიკანორ მელიას. საიდან ჩანს, რომ ეს არის ხელოვნური შეტევა საქართველოს სახელმწიფოზე, სიენენის დონეზე გაჟღერებული, თვითონ ევროკავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ, მხოლოდ 7 ქვეყანაში არის შემცირებული რუსეთთან საგარეო ვაჭრობა. რუსეთიდან იმპორტირება 7 ქვეყნის გარდა ყველგან გაზრდილია. გერმანია - 33%-ით არის გაზრდილი შარშან იმპორტი 2021 წელთან შედარებით, პოლონეთი - 24%, იტალია გაორმაგებულია - 100%-იანი მატება, საფრანგეთი - 84%, ჰოლანდია - 51%, ბელგია - 78%, უნგრეთი - 132% , საბერძნეთი-142%, ესპანეთი -51, აღარ გავაგრძელებ.
რაც შეეხება იმპორტს, არის აქაც მცირე ზრდა, ბევრად ნაკლები ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთთან, არის მასშტაბური მატება, რუსეთს ყოველდღიურ რეჟიმში უხდიან ასეულობით მილიონს და მთლიანობაში მილიარდობით შედის რუსეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამ ფონზე, როდესაც საქართველოში არავითარი მატება არ გაქვს და პირიქით, უფრო ნაკლები მაჩვენებელია ვიდრე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საგარეო ვაჭრობის კუთხით, აქედან ჩანს, რამდენად დიდია ინტერესი, რომ რაღაცნაირად შემოგვიტიონ და ამ შეტევის უკან რა დგას, ეს საზოგადოებისთვის მე მგონი უკვე დღესავით ნათელია - ეს არის მეორე ფრონტის მიზანი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024