გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - "RWE AG" -ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

19-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - "RWE AG" -ის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს შეხვდა.


ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკუს კრებერმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.


პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად "RWE AG" -ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.


RWE AG-ი გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ესენში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა იტალია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი და იაპონია.


კომპანიის პორტფელი მოიცავს ქარის, მზის, წყალბადის, ბატარეების, გაზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წარმოებას, მასში დასაქმებულია 19000-ზე მეტი ადამიანი, შემოსავალი კი, 24,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031