გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ბევრი კანდიდატი გვყავს, ვინც პირველივე ტურში გაiმარჯვებს

24-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში ბევრი ღირსეული კანდიდატია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებს.


ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.


"ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც შეიძლება, რომ პირველსავე ტურში მოახერხოს გამარჯვება"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი გადაცემის ე.წ. პრომო-რგოლში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930