გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ებრუ ოზდემირი: ყარსი-თბილისის პროექტი 2017-ში დავიწყეთ და ახლა გააქტიურებულია, განსაკუთრებით სიგნალიზაციის კუთხით; ძალიან ძლიერია თანამშრომლობა ქვეყნებს შორის და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს

19-01-2023

ყველაზე ნაკლებად განვითარებული რკინიგზაა თურქეთში, ყარსი-თბილისის პროექტი 2017-ში დავიწყეთ და ახლა გააქტიურებულია, განსაკუთრებით სიგნალიზაციის კუთხით, რკინიგზის სიგნაზლიზაციის კუთხით, მდგრადობის საკითხიც მნიშნელოვანია; მდგრადობისთვის და ეკომდგრადობისთვის რკინიგზა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა, პრემიერმა ბრძანეს, პორტები უკვე ჩაშვებულია, ამ მიმართლებით მუშაობა, რაც შეეხება თურქეთს, გზატკეცილები მზად არის, ჩანაკას კვანძი გაკეთებულია და ანატოლია უკავშირდება ევროპას ამ კვანძით და ეს არის ყველაზე გრძელი ხიდი, ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა, მე ვიყავი ამ პროექტის თავმჯდომარე 4,5 წლის განმავლობაში და ყველაზე გრძელი ხიდი ავაგეთ 4,5 წელიწადში და ინვესტიცია არ იყო პატარა, 3 მილიარდი დოლარი იყო. მე ახლა რას ვამბობ, ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფად აშენებული და ძალიან ეფექტურად და ძალიან მოკლე პერიოდში.


ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს, ეს დერეფანი აშენდება, არ აშენდება, ნამდვილად აშენდება, მთავრობის მხარდაჭერით და კერძო სექტორის ჩართლობით და ასეთი ტემპით და ეფექტურობით, ნამდვილად შესაძლებელია, - ამის შესახებ კომპანია „Limak Holding" -ის თავმჯდომარე ებრუ ოზდემირმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.


მისივე თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ძალიან ძლიერია.


„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და პრემიერმა ბრძანეს, რომ ძალიან ძლიერია თანამშრომლობა ქვეყნებს შორის და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. თუ ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა არსებობს ქვეყნებს შორის, კერძო სექტორისთვის უფრო იოლი ხდება ჩართვა და თურქეთი ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურაში. ჩვენ გაკეთებული გვაქვს პორტები, ძველი პორტები გავზარდეთ, განვავითარეთ, გავაფართოვეთ. წარმოუდგენლად გათანამედროვდა ჩვენი ინფრასტრუქტურა და რკინიგზაშიც ვაკეთებთ კაპიპტალდაბანდებას," - აღნიშნა „Limak Holding" -ის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ამ მიმართულებებით საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სწრაფად იზრდებიან.


„ყველა ამბობს და ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ეს არის ტრანზიტიო, მაგრამ არ არის ტრანზიტი მარტო. ეს ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე არიან, ყველანი მიიღებენ სარგებელს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად ვიზრდებით, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, სწორედ ამიტომ, ეს დერეფანი ლოჯისტიკურ ცენტრებს, დეპოებს, შემნახველ ობიექტებს, საწყობებს განავითარებს. ეს ყველაფერი კერძო სექტორშია, ამიტომ ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორები განვითარდებიან, გაიზრდებიან. არამარტო ტრანზიტია, ეს ბევრი სხვა ასპექტია, თუ მეთანხმებით. კი ბატონო, ეს რომ გამოვიყენოთ ეს ასპქტი, რომ სწორად წავიდეს მარკეტინგული მუშაობა,"- განაცხადა „Limak Holding" -ის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930