გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ბახტაძე მზადაა ყველა სამინისტროში მიმდინარე პროცესებში ჩაერიოს

24-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოწოდებულია ყველა სამინისტროში მიმდინარე პროცესებში ჩაერიოს.


ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.


"მამუკა ბახტაძე მოწოდებულია ყველა სამინისტროში მიმდინარე პროცესებში ჩაერიოს, ყველა სამინისტროს პრობლემები გაიგოს და დაეხმაროს მათ. ასევე, გაიაროს კონსულტაციები, რაც სამწუხაროდ, კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს არ ხდებოდა"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი გადაცემის ე.წ. პრომო-რგოლში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30