გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Bloomberg: რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტმა გასულ კვირას, აპრილის შემდეგი პერიოდიდან, უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანამ ევროპული სანქციების პირველი დარტყმა ამ დროისთვის გადალახა?

20-01-2023

რუსული ნედლი ნავთობის მთლიანი მოცულობა დღეში 876 ათასი ბარელით, კვირაში კი 3,8 მილიონამდე - 30%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები 13 იანვრისთვის დაფიქსირდა. ამ პერიოდისთვის, წინა კვირასთან შედარებით, ბალტიის ზღვიდან ნაკადები დღეში 626 ათასი ბარელით გაიზარდა, შავი ზღვიდან და წყნარი ოკეანის ქვეყნების პორტებიდან გადაზიდვებიც გაფართოვდა. რას ნიშნავს აღნიშნული მაჩვენებლების ცვლილება, Bloomberg-მა გაარკვია.


გამოცემის თანახმად, აღნიშნულმა მატებამ გააუმჯობესა ოთხკვირიანი საშუალო მაჩვენებელი, რაც ხმაურიან ყოველკვირეულ მონაცემებს შეიცავს. თუმცა იქამდე, დეკემბრის შუა რიცხვებში, ტემპერატურის კლებამ რუსული ნედლი ნავთობის ნაკადების შემცირებაც გამოიწვია, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. საზღვაო ექსპორტის ზრდა კი ნაწილობრივ კომპენსირებული იყო ევროპაში მილსადენების ნაკადის შემცირებით. ამასთანავე, გერმანიისთვის მიწოდებაც წლის დასაწყისიდან შეჩერდა. ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადებიდან კრემლის საომარი მოქმედებებისთვის ფინანსების შემოდინება გაცილებით ნელი ტემპით გაიზარდა. წლის ბოლო კვირაში განხორციელებული ყველა გადაზიდვა იანვრის დაბალი ტარიფით ანაზღაურდა, წინა კვირას გაგზავნილი ტვირთი კი დაიბეგრა დეკემბრის ტარიფით, რომელიც ორნახევარჯერ მეტი იყო. ეს ნაწილობრივ გადასახადის განაკვეთების გამოსათვლელი ფორმულის ცვლილებამ განაპირობა, რადგან ქვეყანა აგრძელებს ექსპორტის დაბეგვრისგან თავის შეკავებას, პარალელურად კი საწარმოო ტვირთი იზრდება. აღნიშნული მონაცემები ძალზე ცვალებადია, რაც დამოკიდებულია ინდივიდუალურ გადაზიდვებსა და ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ამინდი და პორტებში მიმდინარე სამუშაოები.


ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვამ ტვირთის მიწოდების დროის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. აღნიშნულ პროცესს, ახლა საშუალოდ, 31 დღე სჭირდება ბალტიის ზღვის პორტებიდან ინდოეთამდე, მაშინ როდესაც იმავე ტერმინალებიდან როტერდამამდე შვიდი დღე საკმარისი იყო, პოლონეთამდე კი - ამის ნახევარი. ეს დამატებით ზეწოლას ახდენს გემების შემცირებულ ფლოტზე, რომლის მფლობელებიც მზად არიან, რუსული ტვირთი გადაიტანონ. რუსეთო სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული საკუთარ გემებსა და ეგრეთ წოდებულ „ჩრდილოვან ფლოტზე“. ეს უკანასკნელი შედგება ძველი გემებისგან, რომლებსაც ბოლო თვეებში გაჩენილი მცირე, ხშირად უცნობი კომპანიები ფლობენ. ამასთანავე, ევროპულ ტანკერებს კვლავ შეუძლიათ რუსული ნავთობის გადატანა, თუ ბარელი 60 დოლარზე ნაკლებად გაიყიდება, როგორც ეს იმპორტის აკრძალვისას დაწესდა. თუმცა მსგავსი რამ იშვიათად ხდება.


ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვაზე ტვირთის გემიდან გემზე გადატანა იშვიათად ხდება. ამ დროს ტვირთი ერთიანდება უფრო დიდ გემზე ან გადააქვთ ტანკერებზე, რათა ზამთრის თვეებში ბალტიის ზღვაში ოპერაციებისთვის საჭირო გემები გამოთავისუფლდნენ. ტრანსფერები დაფიქსირდა როგორც ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ქალაქ სეუტაში, ასევე - საბერძნეთის სანაპიროზე მდებარე კალამატას მახლობლად. გემმა სახელწოდებით - VLCC Lauren II-მ სეუტაში სამი 100 ათას ტონიანი ტვირთი ჩამოცალა. ხომალდი San Paulo კი სუეცის არხში შესვლამდე ორჯერ დაიტვირთა, ახლა კი Loren II აფრიკიდან აზიისკენ მიემართება. VLCC Monica S-მა მსგავსი მანევრი ჩაატარა სეუტას სანაპიროსთან 14-15 იანვარს და გახდა მესამე სუპერტანკერი, რომელიც STS of Urals –ის პოლიგონიდან გასულ თვეში გავიდა.


სხვა სატრანსპორტო ტანკერები, რომლებსაც რუსული Sokol-ის ნავთობი გადააქვთ, ჩვეულებრივზე ბევრად მეტ ხანს ელოდებიან ტვირთის გადატანას სხვა გემებზე, სამხრეთ კორეის პორტ იოსუს მახლობლად. ეს კი ამცირებს იმ ტვირთის რაოდენობას, რომლის გადატანაც ყოველთვიურად არის შესაძლებელი. რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერებიც მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიმართ სულ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ.


გემებმა, რომლებსაც 29 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი გადაჰქონდათ, რაც დღეში 1,05 მილიონი ბარელის ეკვივალენტურია, 13 იანვრამდე ოთხი კვირით ადრე დატოვეს პორტი ისე, რომ მკაფიო საბოლოო დანიშნულება არ იცოდნენ.


აზია


ოთხკვირიანმა საშუალო გადაზიდვებმა რუსეთის აზიელ მომხმარებლებსა და ისეთ გემებზე, რომლებსაც საბოლოო დანიშნულების ადგილი არ გააჩნიათ და ისინი, როგორც წესი, ინდოეთში ან ჩინეთში ხვდებიან, იანვრის ბოლო ოთხკვირიან პერიოდში ახალ მაქსიმუმს - 2,82 მილიონ ბარელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთისკენ მიმართული ნაკადები მკვეთრად შემცირდა, გამოცდილების მიხედვით, თავიდანვე საბოლოო დანიშნულების არმქონე ტვირთების უმეტესობა სწორედ იქ მიდის.


დღეში 560 ათასი ბარელის ეკვივალენტზე მეტი ტვირთი განთავსებული იყო გემებზე, რომელთა დანიშნულებაც გახლდათ პორტ-საიდი ან სუეცი და ისინი უნდა გადაეტანათ ერთი გემიდან მეორეზე სამხრეთ კორეის პორტ იოსუს მახლობლად. მსგავს შემთხვევაში საბოლოოდ დანიშნულების ადგილად წერია "უცნობი აზია", თუმცა იგულისხმება ინდოეთი. "უცნობი" მოცულობა 13 იანვრამდე დღეში 485 ათას ბარელს გულისხმობდა და ის განკუთვნილი იყო იმ ტანკერებისთვის, რომლებსაც საბოლოო წერტილად მითითებული აქვთ გიბრალტარი, მალტა ან ეს ინფორმაცია საერთოდ არ არის მონიშნული. ამ ტვირთის უმეტესი ნაწილი მიდის აზიაში, მაგრამ ნაწილი შეიძლება თურქეთში დარჩეს.


ევროპა


13 იანვრამდე 28 დღის განმავლობაში, ნედლი ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ევროპის ქვეყნებში დღეში 167 ათასი ბარელით გაიზარდა. ამასთან, ბულგარეთი იყო ერთადერთი ევროპული მიმართულება. ეს მაჩვენებლები თურქეთისთვის მიწოდებას არ მოიცავს. ბაზარი, რომელიც დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მოიხმარდა ბალტიის, შავი ზღვისა და არქტიკის საექსპორტო ტერმინალებიდან, თითქმის მთლიანად დაიკარგა და ბევრად უფრო ძვირმა, გრძელვადიანმა აზიურმა მიმართულებებმა ჩაანაცვლა. 13 იანვრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, რუსული ნავთობი ჩრდილოეთის ქვეყნებსაც არ მიეწოდებოდა.


ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ექსპორტი უცვლელი იყო წინა კვირებთან შედარებით, როგორც ყოველკვირეულ რეჟიმში, ასევე - ოთხკვირიანი საშუალო მაჩვენებლის კონტექსტში. თურქეთი იყო ნედლი რუსული ნავთობის ერთადერთი საბოლოო დანიშნულების პუნქტი ხმელთაშუა ზღვაში, მაგრამ ნაკადები იქ დაეცა იმ დონემდე, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე ფიქსირდებოდა. თურქეთი კი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ იმპორტი გაზარდა და გასაკვირია, რომ მისი ნაკადები იკლებს.


ამჟამად რუსეთისთვის შავ ზღვაზე ნავთობის ერთადერთი ბაზარი არის ბულგარეთი. ქვეყანამ აღიდგინა წინა კვირის დანაკარგები და ნაკადის მოცულობა დღეში 167 ათას ბარელამდე გაზარდა. ბულგარეთმა მიიღო ევროკავშირის აკრძალვისგან ნაწილობრივი გათავისუფლება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მიგრანტების შედინებას სწორედ ახლა, როდესაც ემბარგო ძალაში შედის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031