25-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს მსოფლიოში ძალიან დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა და ამ ფონზე საქართველო მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს, რათა არათუ არ დაკარგოს არსებული სიმაღლე, კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი პოზიცია მსოფლიოში.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ვინც თვალყურს ადევნებს გლობალურ საგარეო პოლიტიკას და ადევნებდა უფრო ადრეც, ნახავს, რომ საკმაოდ დაძაბული და რთული საგარეო მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში.
ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს და მგონი, ვიცი კიდეც რა პროცესებიც მიმდინარეობს. ძალიან დიდი სირთულეებია და ძალიან დაძაბულია ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებს შორის. ძალიან რთულია მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, სირია მოგეხსენებათ, ასევე ირანის თემა...
მე ერთს ვეტყოდი საზოგადოებას და ტელემაყურებელს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ძალიან მობილიზებული, რომ რამე ახალ ავანტურას არ წამოვეგოთ და რამე პროვოკაციას კიდევ არ დავექვემდებაროთ. უნდა ვიყოთ გუნდის შიგნით შეკრული მყარად, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი, ჩვენი შესაძლელობები კარგად და იმ ფონზე, როდესაც მიდის გლობალური მოლაპარაკებები, არ დავკარგოთ და გავიუარესოთ მდგომარეობა.
პირიქით, უნდა მოვახერხოთ, რომ გარკვეული ცვლილებების ფონზე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ძალიან მობილიზებული, ეფექტური ხელისუფლება, რაც დღეს პრინციპში, იხატება ჩვენს სახელმწიფოში. მგონი, ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად დავუდგებით, თუ ასეთი მობილიზებული ვიქნებით და საზოგადოების მხრიდანაც იქნება"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024