26-01-2023
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის დანერგილმა სტანდარტებმა დადებითი როლი ითამაშეს საქართველოს საბაჟოს მზაობის კუთხით პანდემიის პერიოდში, როცა დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენის ნაცვლად, მონაცემთა ელექტრონულად წარდგენის პრაქტიკა სავალდებულოდ ამოქმედდა.
„აღნიშნულმა განაპირობა პანდემიის პერიოდში საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად განხორციელება. ეს გაფიცრულებისკენ მიმართული მოდერნიზების გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. თანამედროვე მოთხოვნები უფრო მეტი და შინაარსობრივად უფრო რთული ამოცანების წინაშე გვაყენებს. აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, ცხადია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ საინტერესო პროექტს - პირველ ციფრულ მებაჟე ოფიცერს და ვიმედოვნებ, რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.