გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

27-01-2023

500Global აქსელერაციის პროგრამის დემო დღეზე13 კომპანიისდამფუძნებელი წარსდგა იმ აუდიტორიის  წინაშე, რომელიც  წამყვანი კორპორაციებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგანშედგებოდა.

 

დემო დღე იყო 12 კვირიანი ინტენსიური პროგრამის კულმინაცია, რომლის საშუალებითაც სტარტაპებმა მიიღეს ინდივიდუალური მენტორინგი ბიზნეს სტრატეგიის, ფონდების მოზიდვისა და კომპანიის ზრდის მიმართულებით. კომპანიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მესამე ნაკადში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეირჩნენ. ესენი არიან: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe და Voiceloft. ამ კომპანიებისდამფუძნებლები არიან შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვა. 500 Georgia- ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: განათლება, ფინანსები, ლოჯისტიკა, WEB3 და სხვა.

 

სტარტაპების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://airtable.com/shrNHdipwvI21MrTr/tblBZ3jKgyuTyvvjJ?fbclid=IwAR2DAigRJkXYFY2mEbQusCvcB5FvJohVI4dh42mbBOv6liFqC2BTtXH23WE

 

ინფორმაციისთვის,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და  500 Global-ს შორის  (500 Startups Incubator L.L.C)  ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. 500 Georgia სააქსელერაციო პროგრამა სტარტაპებს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ გადაამზადებს. შერჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ცოდნა კომპანიის ზრდის საფუძვლებში, ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომლებიც ორიენტირებულია ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ზრდაზე, იმუშაონ ფონდების მოზიდვის სტრატეგიაზე და მიიღონ საერთაშორისო აქსელერაციის გამოცდილება. 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მე-4 ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე გახსნილია. სტარტაპებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ზრდის დაჩქარება და საერთაშორისო ცნობადობის მოპოვება, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი 3 მარტამდე.დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://500.co/accelerators/500-georgia

 

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2700-ზე მეტ კომპანიას. მისი პორთფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია (მათ შორის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). ჩვენი გუნდის 180+ წევრი მუშაობს 27 ქვეყნიდან და აქვთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის ინტენსიური გამოცდილება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930