გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციამ სრული უპასუხისმგებლობა და სიძულვილი აჩვენა  

25-07-2018


მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა თუ რამდენად დიდი განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის.

მისივე თქმით, ოპოზიციამ სრული უპასუხისმგებლობა და სიძულვილი აჩვენა.

 

„ჩემთვის არ იყო გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციამ სრული უპასუხისმგებლობა და სიძულვილი აჩვენა. ქართულმა საზოგადოებამ  სწორედ ამ თვისებების გამო ჩამოაშორა ეს ხალხი ხელისულებას და კუთვნილი ადგილი მიუჩინა.

გუშინ, ჩვენ, კიდევ ერთხელ, მოგვეცა საშუალება, დავინახოთ თუ რამდენად დიდი განსხვავებაა „ქართულ ოცნებას“ და მარტივ მამრავლებად (და არა პოლიტიკურ პარტიებად) დაშლილ ოპოზიციას შორის. რომ ერთ მხარეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა, აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ და მეორე მხარეს, პირად სიძულვილზე, შურისგებაზე და ფანტასმაგორიებზე დაფუძნებული ისტერია.

ჩვენი უმთავრესი მიზანი და ვალდებულება არის ჩვენი ქვეყნის პროგრესი, განსაკუთრებით სოციალური, ეკონომიკური, სამოქალაქო ინკლუზიისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ამას იმსახურებს ქართული საზოგადოება და ამ პროცესს წინ ვერაფერი აღუდგება. ‼“- განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031