გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილზე ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ბედავს თქვას რამე მისი უდანაშაულობის შესახებ, თითქმის ყველამ იცის რომ ის დამნაშავეა, სწორედ ამის გამო ცდილობს თვითდაზიანებით სასჯელისგან თავის არიდებას

2-02-2023

„2014 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადასტურა, რომ სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა. სააკაშვილზე ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ბედავს რომ თქვას, რამე მისი უდანაშაულობისა თუ პოლიტპატიმრების შესახებ, თითქმის ყველამ იცის რომ ის დამნაშავეა, სწორედ ამის გამო დაგეგმილი ავადმყოფობითა და თვითდაზიანებით ცდილობს სასჯელისგან თავის არიდებას!“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, რაც შეხება მის უცხოელ „გულშემატკივრებს“ კარგად იციან, რომ ცოტაც სააკაშვილი მისი საქართველოში შემომგდების სახელს და გვარს. აღიარების პირველი ნაწილი უკვე დაფქვა საქართველოში 2021 წელს ჩემი ჩამოყვანა დაგეგმესო, ამჯერად სწორედ ასე გეგმავენ ჯალათის წამებულად და ავადმყოფად შემოსაღებას!

 

„ამ სურათებზე მარცხნივ საქართველოში რევოლუციის და გადატრიალების მოსურნე, არაჟნის კონტეინერით გამოგზავნილი, ბრალდებული და მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილია.

 

პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ათასობით ვიზიტორმა მოინახულა, რომელსაც ყოველდღიურად მისი დედა გიული ალასანია სტუმრობს, სააკაშვილი, რომელიც მსჯავრს ციხის მაგივრად საავადმყოფოს ოროთახიან ლუქს პალატაში იხდის, ერთადერთი მიზეზით, რომ მსჯავრისგან არიდება იქნებ რამენაირად ავადმყოფობის გამო მოხდეს! მარჯვნივ კი მისი რეჟიმის დროს სასტიკად ნაწამები, სულხან მოლაშვილია, რომელსაც ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ სულ მალე სიცოცხლეც დაასრულა!

 

სააკაშვილი თურმე წონაში იკლებს, იმიტომ რომ უარს აცხადებს, საკვების მიღებაზე, სააკაშვილი მისი და მის მხარდამჭერების მტკიცებით მოწამლულია, მაგრამ უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე. 2014 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადასტურა, რომ სულხან მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და, რომ მის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა. სააკაშვილზე ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ბედავს რომ თქვას, რამე მისი უდანაშაულობისა თუ პოლიტპატიმრების შესახებ, თითქმის ყველამ იცის რომ ის დამნაშავეა, იციან მათმა მომხრეებმა, იცის თვითონაც, უფრო მეტიც სწორედ ამის გამო დაგეგმილი ავადმყოფობითა და თვითდაზიანებით ცდილობს სასჯელისგან თავის არიდებას! რაც შეხება მის უცხოელ „გულშემატკივრებს,“ კარგად იციან, რომ ცოტაც სააკაშვილი მისი საქართველოში შემომგდების სახელს და გვარს (გვარებს) მალე დაასახელებს, სწორედ ამიტომ ცდილობენ მისი ავადმყოფობის მიზეზით საქართველოდან გაყვანას! აკი, აღიარების პირველი ნაწილი უკვე დაფქვა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან,“ საქართველოში 2021 წელს ჩემი ჩამოყვანა დაგეგმესო, ამჯერად სწორედ ასე გეგმავენ ჯალათის წამებულად და ავადმყოფად შემოსაღებას!“- წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930