გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გაიმართა

3-02-2023

„საქართველოს ბანკის“ და ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი დისკუსია საინვესტიციო პოლიტიკაზე გაიმართა.


„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს.


დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.


„ვფიქრობ, დისკუსიამ სრულად უპასუხა დასახულ მიზანს, ვინაიდან, შედგა საკმაოდ საინტერესო დიალოგი ქვეყნისათვის უმთავრეს თემაზე - საინვესტიციო პოლიტიკაზე. ჩვენ ნათლად დავინახეთ სახელმწიფოს პრიორიტეტული ხედვა ინვესტიციებთან მიმართებაში, დავინახეთ კერძო სექტორის მხარდაჭერა და მოლოდინები, ანალიტიკური სფეროს კვალიფიციური შეფასება. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყნის ახალი, მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე დგას. ჩვენ დავინახეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობა არსებობს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.


„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატიის“ შესახებ გასულ წლის 10 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე დისკუსია კი 12 დეკემბერს ჩატარდა, რომლის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“.


„საქართველოს ბანკის“ ცნობით, გასული წლის იანვარში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და პოლონურ კვლევით ორგანიზაციას - „Foundation Institute for Eastern Studies” - შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის შედეგადაც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი უკვე „საქართველოს ბანკისა“ და "ჯეოქეისის" ერთობლივი პროექტის მთავარი ,ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930