ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ლევან შონიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი დატოვა
26-07-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ “თაიმერს”, ექსკლუზიურად, სახელმწიფო კანცელარიიდან, სანდო წყარომ, აცნობა.
წყროს ინფორმაციით, ლევან შონიას მობილურზე ზარი წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე განხორციელდა და მას აუწყეს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი უნდა დაეტოვებინა. დღეს, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, ლევან შონია თანამშრომლებს შეხვდება, ხოლო 11:00 საათზე, ქალაქის მერებს და სოფლის რწუმუნებულებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობას.
timer.ge