3-02-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, კარგია, რომ ვერ გაბედეს ბოლო ადგილზე გადავეგდეთ, მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობაში “ჩავარდნის” და უკრაინის თავდაცვაში და უსაფრთხოებაში “გარღვევის” გამო მაინც გაასწრებინეს უკრაინას ერთი-ორი ქულით.
„კარგია, რომ ვერ გაბედეს ბოლო ადგილზე გადავეგდეთ, მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობაში “ჩავარდნის” და უკრაინის თავდაცვაში და უსაფრთხოებაში “გარღვევის” გამო მაინც გაასწრებინეს უკრაინას ერთი-ორი ქულით. ეს ვთქვი წინასწარ და ხედავთ, რომ გამართლდა ერთი-ერთში. წარმოიდგინეთ, რა შეფასების გაკეთება მოუწიათ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხში ვუსწრებთ ორივე ქვეყანას. ხვდებით სინამდვილეში რამხელა პროგრესი გვაქვს და რამდენად ვუსწრებთ მათ?!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024