გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

3-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წამყვან სპეციალისტებს, კრიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეხვდა.

 

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ცნობილი და გავლენიანი გამოცემებიდან, ღვინის ექსპერტებს და კრიტიკოსებს ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის, ქართული ვაზის ჯიშების მოძიება-აღდგენის, ღვინის დაყენების და მათზე კვლევის განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

„მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წამყვანი სპეციალისტების, კრიტიკოსების და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს უძველესი, ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშების უნიკალურობის შესახებ მსოფლიო მასშტაბითინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

 

„ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. საქართველოში გავეცანით ქვევრის ღვინის წარმოებას. ჯიღაურას უნიკალური კოლექცია ნამდვილად აღმოჩენაა ჩვენთვის. დიდი სურვილი გვაქვს კიდევ უფრო ახლოს გავეცნოთ ქართულ მეღვინეობას და მევენახეობას", - განაცხადა Evening Standart -ის ჟურნალისტმა დიდი ბრიტანეთიდან, დუგლას ბლაიდმა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში, დღეისათვის, ქართული 470-მდე და უცხოური 350 ვაზის ჯიშია დაცული, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია.

 

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნითმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების, კრიტიკოსების და ჟურნალისტების მოწვევის  ინიციატივა ქართველ ბიზნესმენს, კომპანიის „ასკანელი“ დამფუძნებელს, გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930