4-02-2023
"გუბაზ სანიკიძე, შენ მართლა დედალო, მიტინგებიდან გაპარვის ჩემპიონო, ვის ემუქრები, შენი შვილის, შენი ცოლის მეგობრებს და ნათესავებს, შენს მეზობლებს თუ შენს მოქალაქეებს?“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა გუბაზ სანიკიძის მიერ ტვ „კავკასიის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
„გუბაზ სანიკიძე, შენ მართლა დედალო, მიტინგებიდან გაპარვის ჩემპიონო, ვის ემუქრები, შენი შვილის, შენი ცოლის მეგობრებს და ნათესავებს, შენს მეზობლებს თუ შენს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ გპატიობენ უმადურობას, ტყუილს, ორპირობას და ეზიზღები, შენ ხომ მარტო მილიონი გიყვარს, აბა სამშობლო და ხალხი რომ ფეხებზე გკიდია, ეს არახალია. წადი გაებრიქე ბიძია თემურს, იქნებ ერთი კაპიკი გადმოგიგდოს.“ - წერს ნინო ფოჩხუა.
შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა - „ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს!“
16-11-2024
16-11-2024