გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან

5-02-2023

საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებას.

 

მისი თქმით, საქართველოში ომი, არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, რომლებიც თითქმის 1 წელია ღიად და დაუფარავად ცდილობენ რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენ ჩართვას, არამედ როგორც დადასტურდა ქართველებსაც.


"საქართველოში ომი, არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, რომლებიც თითქმის 1 წელია ღიად და დაუფარავად ცდილობენ რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენ ჩართვას, არამედ როგორც დადასტურდა ქართველებსაც: ომის და ღალატის პარტიას, გამოქურქუმალვაითებულ ნაციონალურ მოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას, მათდამი დაქვემდებარებული სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილს, ,,დიდ მეომრებს" გუბაზ სანიკიძეს და გიორგი ჩალაძეს, თუმცა ყველაზე საშიში და საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაა, რომ თურმე ყველანაირი ფორმა, მათ შორის ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია (24 თებერვალს დაანონსეს ) და მათ შორის ომიც კი მისაღები ყოფილა, ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან! საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს!- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930