გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეგიონალური მართვის კომპონენტს სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

26-07-2018

რეგიონალური მართვის კომპონენტს, რომელიც მთავრობას დაექვემდებარება სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოორდიანაციას უზრუნველყოფს.
„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს რეგიონალური მართის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე - ინფრასტრუქტური სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმიანისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოორდიანაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ, სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს რეგიონებში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორცილეებისკენ“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031