6-02-2023
„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე - ჩვენს ქვეყანას პირდაპირ, ღია ეთერებიდან ნაცები და მათი სატელიტები ომით ემუქრებიან, ხალხის ომით დაშინებას კი, ხელისუფლებას აბრალებენ!“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.
შაქარიშვილის თქმით, უმძიმესი ვითარებაა ჩვენს გარშემო, ცეცხლი უკიდია ყველაფერს და სადაც ჯერ ცეცხლი არ არის, ნიადაგი მზადდება ამისათვის. ამ ფონზე, ეს ჩვენი პატარა და ძალიან მაგარი ქვეყანა ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, იმყარებს სუვერენიტეტს, ვითარდება და მომავალ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარ ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს!
„ცხადია მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იქნებოდა გუბაზის და ჩალაძის მხრიდან ომით მუქარები, რომ არ ვიცოდეთ ვინ დგას მათ უკან და მათი განცხადებები, რომ არ გვესმოდეს ბენ ჰოჯესის და ჯეფრი სილვერმანის აკომპანიმენტის ფონზე.
მერამდენედ, უკვე თვლა შეუძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე - ჩვენს ქვეყანას პირდაპირ, ღია ეთერებიდან ნაცები და მათი სატელიტები ომით ემუქრებიან, ხალხის ომით დაშინებას კი, ხელისუფლებას აბრალებენ! უმძიმესი ვითარებაა ჩვენს გარშემო, ცეცხლი უკიდია ყველაფერს და სადაც ჯერ ცეცხლი არ არის, ნიადაგი მზადდება ამისათვის. პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისები, ყოფილ მოკავშირეებს შორის დაძაბული ურთიერთობები, უკრაინაში უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო ჯოჯოხეთური პერსპექტივა, რომელსაც უკვე ლიბერალური პროპაგანდის მანქანაც ვეღარ მალავს!
ამ ფონზე, ეს ჩვენი პატარა და ძალიან მაგარი ქვეყანა ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, იმყარებს სუვერენიტეტს, ვითარდება და მომავალ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარ ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს! სწორედ ამ ყველაფერს ვუფრთხილდებით და კბილთა ღრჭენით ვითმენთ ნაც-მავნებლებისგან ამდენ შეურაცხყოფას, ეკლესიაზე თავდასხმებს, ცილისწამებას, თავხედობას, მუქარებს! ჩვენს ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს ვუფრთხილდებით, არ გვინდა რომ აირიოს ეს ძლივს დამშვიდებული ქვეყანა და იცოდეს ყველამ გუბაზებმა, აკიებმა და კიკუებმა - თქვენ არევაზე კი არა, იმაზე უნდა ოცნებობდეთ რომ არ არიოს, თორემ მერე რას აპირებთ?! სად გაიქცევით?! რომელ სოროში დაიმალებით?! მერე თქვენი პატრონი საელჩოები ვეღარ გიშველიან!!!“- წერს შაქარიშვილი.