გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟო კონტროლის შემდგომ, მცენარეული წარმოშობის ტვირთები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

6-02-2023

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 42 500 კგ. ხახვისა და 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.


ასევე, გაბრუნებას დაექვემდებარა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი", უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 20 735 კილოგრამი კივი. ტვირთს თანმხლები დოკუმენტაციის შეუსაბამობა გამოუვლინდა.


საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტვირთები, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930