6-02-2023
მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მოწვეულ იქნენ კანდიდატები, რომელთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნა 8 კანდიდატი: ზურაბი აზნაურაშვილი; დავით ახალაური; ალექსანდრე კობაიძე; რაჟდენი კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია; ბადრი ნიაური; მალხაზ რაშოიანი; ვაჟა ჯანყარაშვილი.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის 2016 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 2023 წლის 6 თებერვალს, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება 3 კანდიდატი: ზურაბი აზნაურაშვილი; რაჟდენი კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისთვის საკონკურსო კომისიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების წარდგენიდან 1 კვირის ვადაში ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთს ნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ან მოტივირებულ უარს აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე აღნიშნულ კანდიდატთაგან რომელიმეს დანიშვნაზე, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და " სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
16-11-2024
16-11-2024