გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  მამუკა ბახტაძე: მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე რეჟიმის კომუნიკაციაში საქართველოს პარლამენტთან

26-07-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს ფართო კონსულტაციების შედეგი უნდა იყოს.

მისივე თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე რეჟიმის კომუნიკაციაში საქართველოს პარლამენტთან.

„როდესაც მიიღება პრინციპული, მასშტაბური გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან სექტორებს, მთლიან ეკონომიკას ან პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში, ეს უნდა იყოს ძალიან ფართო კონსულტაციების შედეგი. მე მინდა განვაცხადო ის, რაც პარლამენტშიც ვთქვი. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე რეჟიმის კომუნიკაციაში საქართველოს პარლამენტთან. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და ეს იყო ის რეალობა, რომელიც მაშინ დაფიქსირდა“- განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძემ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის დაკითხვის თაობაზე შეკითხვასაც უპასუხა.

მისი თქმით,  არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა, რადგან როდესაც არსებობს კითხვები, მათზე უნდა გაეცეს პასუხი.

„რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს პირდაპირი და სწორი განმარტება და გავიმეორებ - როცა არსებობს კითხვები, მათზე უნდა გაეცეს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა, ეს მეც მეხება და ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც ჩემს გვერდით არის და ჩემს ყოფილ კოლეგებს. ეს არის ბუნებრივი მომენტი და ამ თემების ირგვლივ კითხვის ნიშნების არსებობა სწორი არ არის“, - განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031