გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მაღრაძე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საზოგადოება მეორეხარისხოვანი ქვეყნის კომპლექსიდან გამოვიდა და მთავარ ადგილას სახელმწიფოს ინტერესი დააყენა, რის საფასურსაც ვიხდით ათასგვარი ცილისწამებით

7-02-2023

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საზოგადოება მეორეხარისხოვანი ქვეყნის კომპლექსიდან გამოვიდა და მთავარ ადგილას სახელმწიფოს ინტერესი დააყენა, რის საფასურსაც ვიხდით ათასგვარი ცილისწამებით - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

მისი თქმით, საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე კარნახობს, რომ ამ პოლემიკაში არ ჩაერთოს იმ სიმძაფრით, რომელსაც გვკარნახობენ.

 

„ანგარიშს ვუწევთ, რომ უკრაინა ომშია ჩართული. როდესაც საქართველოს მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეს გადაჭარბებული არ არის. ამის დასტურია შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი, რომელიც როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, ახალი შესაძლებლობის ფანჯარაა საქართველოსთვის, რადგან ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.


გლობალური პროექტის მონაწილე ქვეყანა გარე საფრთხეებისგან უფრო დაცული იქნება. ევროკომისიის ახალი დასკვნა და დადებითი შეფასებები შესაძლოა ამ პროექტის გამოძახილიც არის. დასავლეთი, მისი ოფიციალური სტრუქტურები, თანდათან ეგუებიან იმ აზრს, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოს უარი და ზომიერი პოზიცია ქვეყანაში სიტუაციის არევას არ ექვემდებარება - საზოგადოებას არ უღირს კანდიდატის სტატუსისთვის ომში ჩაბმა.

 

ჩვენ საკმარისად ვნახეთ ომები. ევროპასთან ინტეგრაციისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის ხარჯზე სტატუსის მიღება პროგრესი კი არა, დანაშაულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ზეციურ ევროკავშირს თუ ვიხილავთ.


რუსეთი და უკრაინა დაახლოებით თანაბარი ძალის არიან, საქართველოს კი რუკაზე მაინც დავხედოთ. ევროპის ნაკლიც ბევრი ვიცი, მაგრამ სიკეთე ჭარბობს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, კანონის უზენაესობაში, ყოფით კულტურაში აისახება და არა რიტუალურ გამარჯვებებსა და აღტყინებულ შეძახილებში.


მასთან ურთიერთობაში სწავლობ, რომ წარსული, სულიერი კულტურა შენს აწმყოსა და მომავალში ცხოვრების წესზე უნდა ასახო. შექსპირი მხოლოდ გასართობად საკითხავი კი არ არის, ყოველდღიურობაშიც უნდა დაინერგოს, როგორც ეს ევროპაში გააკეთეს“ - აცხადებს დავით მაღრაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930