გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრთას ერთი დამკვეთი ჰყავს - გლობალური ომის პარტია, რომელსაც არეულობა, ხელისუფლების შეცვლა და მისი მეშვეობით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს

7-02-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ზედმიწევნით შეასრულოს გლობალური ომის პარტიის გეგმა - არეულობის გზით, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

 

„რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრთას ერთი დამკვეთი ჰყავს - გლობალური ომის პარტია, რომელსაც არეულობა, ხელისუფლების შეცვლა და მისი მეშვეობით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ შიდა არჩევნების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ახლა ამ თემით სპეკულირებას ცდილობენ. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ხმამამაღალი საუბრით ცდილობდნენ, რაღაც ემოცია გამოეწვიათ - თითქოს, ბევრი ადამიანია ამ პროცესის მონაწილე.

 

რადიკალიზმი მათთვის ჩვეული პროცესია, რომელსაც წარსულშიც მიმართავდნენ. დღეს მათი ლიდერი ბატონი ხაბეიშვილია - ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ყველაფრის მკადრებელია“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031