7-02-2023
„წარმოიდგინეთ, მკვლელი და მწამებელი სისტემის რეჟიმის შემქმნელს ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან რომ საჭმელი ჭამოს, აქამდე მივედით,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა დანარჩენი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის რეჟიმს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ სპეკულაციური კამპანიის არც მათ სჯერათ.
„სპეკულაციური კამპანიის არც მათ სჯერათ. არათუ იმათ, ვინც არ უერთდება ამ კამპანიაში, არამედ ვინც აწარმოებს საქართველოში ამას, თავადაც არ სჯერათ. თავად ხომ კარგად იციან რას აკეთებენ. თვითონ ხომ იციან ტყუილის საფუძველი რა არის, რომ კალორაჟს არ აწვდიან და თუ ვინმე მართლა კლავს და აწამებს, ერთადერთი ის ადამიანები არიან, ვინც არ აწვდის შესაბამის საჭმელს და არ მოუწოდებს რომ უშუალოდ ჭამოს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024