გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს: ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით სისხლისღვრაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულოს თავი საზოგადოებას, ან უარი თქვას საქართველოს ომში ჩართვის გეგმაზე - გია ვოლსკი

7-02-2023

„საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი. კითხვებიც აღარ რჩება, ახლა შესაფასებელი მხოლოდ ისაა, თუ ვინ როგორ აღიქვამს რეალობას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს.


მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან უარი თქვან საქართველოს ომში ჩართვის გეგმაზე, შექმნან სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება:


„ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, მძევალს ტანკებით გადაუვლიან.


ამასთანავე, პირდაპირი გაგებით, სააკაშვილს არ აჭმევენ, უკრძალავენ სამედიცინო დანიშნულების შესრულებას, თან მოწამლულიაო, მაგრამ ექსპერტიზაზე არ თანხმდებიან, არც უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე თანხმდებიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. ათეულ ათასებს ხარჯავენ პიარზე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით.


საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად. თავის მხრივ სააკაშვილიც, სადისტური მმართველობის დაბრუნების ჟინით შეპყრობილი, თვითდაზიანებას ეწევა.


ესაა უალტერნატივო რეალობა. ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან უარი თქვან საქართველოს ომში ჩართვის გეგმაზე, შექმნან სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება“, - წერს გია ვოლსკი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930