გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის დღის მსოფლიო ინიციატივას შეუერთდა

7-02-2023

7 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა, რომელსაც, კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება. ინიციატივა მიზნად ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენების მხარდაჭერას ისახავს.


წლევანდელ ონლაინ სესიაზე, მედიაწიგნიერების განვითარების ტრენერმა, ანი გვეტაძემ, აუდიტორიას კომუნიკაციების კომისიის ის პროექტები წარუდგინა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის შექმნას ეხებოდა. პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრის ორგანიზატორმა და ინტერნეტ საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, რატი სხირტლაძემ, აღნიშნა, რომ Comcom-ის მედიაწიგნიერების პროექტები მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო.


ამავე ინიციატივის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია საჯარო სკოლებში სასწავლო სემინარებსაც ჩაატარებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი უსაფრთხოდ და ასევე, როგორ შეიტანონ წვლილი უკეთესი ინტერნეტ სივრცის შექმნაში.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი განაგრძობს ზრუნვას მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნერების განვითარების ხელშეწყობაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031