8-02-2023
„საზოგადოებაც სრულად არის ინფორმირებული ძირითადი არსის შესახებ და იცის კიდეც, რომ ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელეებს: ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ამიტომაც ყურადღებას არ გავამახვილებ მიმდინარე საქმეთა შინაარსზე, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მოსარჩელეებმა წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიონ: ობიექტურ და სამართლიან გარემოში სხვა დაშვების გაკეთების წინაპირობა თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს,“ - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
როგორც ლაშა კალანდაძე აღნიშნავს, საქმის მასალების მიხედვით, „კრედიტ სუისი“ თითქმის 2008 წლიდან სისტემატურად უკანონო, დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანს აყენებდა როგორც ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახს, ისე მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში ხდებოდა დოკუმენტებით მანიპულირება, ხელმოწერების გაყალბება, არაავტორიზებული თუ უნებართვო გადარიცხვები და მოსარჩელეებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
აქვე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტის ქმედებებთან დაკავშირებით ფაქტების გავრცელების დროს ბარიერებს აწყდებიან - იბლოკება ინფორმაცია ან ხდება ფაქტების გაფილტვრა, ვრცელდება ფაქტების მხოლოდ ნაწილი, ხდება მათი მოდიფიცირება.
„წარმოგიდგენთ ჩემი, როგორც ადვოკატის, მოსაზრებას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით: აღნიშნულ საქმეებში იურისტთა გუნდს შევუერთდი მოგვიანებით. დღეის მდგომარეობით ყველა საქმეს ვიცნობ დეტალურად: თვალყურს ვადევნებდი საქმეების განხილვას ბერმუდის სააპელაციო ინსტანციაში, აგრეთვე - სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოში. საზოგადოებაც სრულად არის ინფორმირებული ძირითადი არსის შესახებ და იცის კიდეც, რომ ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელეებს: ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ამიტომაც ყურადღებას არ გავამახვილებ მიმდინარე საქმეთა შინაარსზე, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მოსარჩელეებმა წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიონ: ობიექტურ და სამართლიან გარემოში სხვა დაშვების გაკეთების წინაპირობა თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს. აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით:
ერთი სიტყვით, ბანკის მენეჯმენტი ცდილობს, რომ უკანონო და ამორალური ქმედების შესახებ ფაქტების გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდოს. აღნიშნული მოცემულობა ბუნებრივად რომ აჩენს შემდეგ კითხვებს: როგორ ახერხებს ამას მენეჯმენტი? ვინ მფარველობს მენეჯმენტს? მენეჯმენტის მფარველობა ემსახურება თუ არა რაიმე მიზნის მიღწევას? მენეჯმენტი, მფარველობის სანაცვლოდ, ასრულებს თუ არა რაიმე დავალებას? და ა.შ. დამატებით აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ყველაფერი ისედაც ცხადი და ნათელი არის. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ ბანკი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ამიტომაც აქცენტები გადატანილი აქვს ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საქმეთა განხილვის გაჭიანურებაზე: მენეჯმენტი ცდილობს ხავს მოეჭიდოს, თუნდაც არარსებულს, ოღონდ როგორმე მოახერხოს, რომ მინიმუმ შეძლოს ბანკის პასუხისმგებლობის დროში გადაწევა. და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ მოსარჩელეები აპირებენ, მიიღონ ყველა ზომა, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე - თავიანთი უფლებების რეალიზება,“ - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024