გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაუგებარია; ორმხრივი ნაბიჯი რას გულისხმობს? უმრავლესობის მხრიდან დათმობა რა უნდა იყოს? კანონის უზენაესობის დარღვევა თუ დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა?

8-02-2023

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი განცხადების პათოსს ვერ დავეთანხმები. ორმხრივი ნაბიჯი რას გულისხმობს? უმრავლესობის მხრიდან დათმობა რა უნდა იყოს? კანონის უზენაესობის დარღვევა თუ დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა? ეს ჩემთვის გაუგებარია, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

 

მისივე თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მას უპირატეს მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს, ვინაიდან, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი თანასწორობას ითვალისწინებს.

 

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ვერ ვიღებ. ქვეყანა ვითარდება დემოკრატიული პრინციპების თანახმად, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ადამიანების უფლების დაცვასა და ყველა მოქალაქის თანასწორობას. ეს გაგრძელდება განურჩევლად, ვინც არ უნდა იყოს განსასჯელის სკამზე. აქ საუბარი დათმობებზე არ არის. საუბარი უნდა ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის უზადოდ აღსრულებას.


მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება, თუმცა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის დაკავების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას შევახსენებ: „არა და არასოდეს!“. ასევე შევახსენებ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარებული, განადგურებული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების პროტესტს“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930