26-07-2018
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავი მოგვჭრა - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა „პოსტვ“-ის გადაცემა „მედიარენტგენში განაცხადა.
მისი შეფასებით, მარგველაშვილმა მის ერთადერთ ფუნქციას ვერ გაართვა თავი. დავითაშვილმა საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე ცეკვის გამოც გააკრიტიკა.
„ჩვენთან პრეზიდენტს არავითარი ფუნქციები არ აქვს, ერთის გარდა - თავი არ მოგვჭრას სადმე. ამას ვერ გაართვა კაცმა თავი. ნატოს სამიტზე კაცმა ელცინივით იცეკვა, მეტი რაღა უნდა გააკეთოს?! ეს ერთი ფუნქცია ჰქონდა, რომ ეს არ გაეკეთებინა. როცა ხარ ქვეყნის წარმომადგენელი, უნდა წარმოადგინო ქვეყანა, თავი არ უნდა მოიჭრა და ქვეყანას თავი არ უნდა მოჭრა. ეს ვერ მოახერხა კაცმა, ამის მერე სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ.
მერე შე კაი დედმამიშვილო, რაც ქეთიმ ბრძანა, სიგარეტს ეწეოდა და ჯარიმებს იხდიდა. ათას რამეს, მთელი ცხოვრება სულ ვეტოებს ადებდა, რაც პრეზიდენტი იყო. ხალხისთვის სასარგებლო კანონისთვის ან საზიანოსთვის პირიქით რამე გადაწყეტილება მიუღია, რაც ხალხს დაამახსოვრდება?თუ პოლიტიკოსობა გინდა, თუ პრეზიდენტობა გინდა, თუ არჩევნები გინდა, თუ ამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, ხალხისკენ ხომ უნდა გაიხედო?! შენ რომ ბიუჯეტის ხარჯზე 500 დოლარს იხდი, თუ მეტს ჯარიმაში, აი ამ ხალხს მაგალითად ის კანონი ძალიან არ მოეწონათ, მაგალითდ პოლიტიკოსის ინსტიქტი რომ ჰქონოდა, ადამიანს იმისთვის უნდა დაედო ვეტო პირველი, მაგრამ არ გაახსენდა, იმიტომ რომ არ ადარდებს, რადგან თვითონ შეუძლია სახელმწიფოს ხარჯზე გადაიხადოს ჯარიმა, რადგან მისი ჯიბიდან არ გადის“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
19-12-2024
18-12-2024