გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან

8-02-2023

„ბახმუტში უნდა გავუშვათ თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, გინდათ კიევში და ლვოვში. ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა რომ არ მოვითმინოთ ჩვენ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან,“- ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რაზეც მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

„ყველაზე სათუთი ფსიქიკა აღმოაჩნდა მიხეილ სააკაშვილს 9 ათას პატიმარს შორის. გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც არის ასეთ თემებზე ლაპარაკი რომ გვიწევს, ეს ერთი. მეორე, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ღია შეთავაზება ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი, აქ ყველანაირი აპარატურა არის, არაჩვეულებრივი პირობებია ყველაფერი.

 

თუ ექიმები არ მოსწონთ, აქაც შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი და მიხედავდა პატიმარს. ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო ხომ? რა დარჩა, არაფერი. ერთადერთი დარჩა ქართული ჰაერი. თუ ქართული ჰაერი აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე ეს არ ვიცი. თუ მაინცდამაინც პოლონური ან უკრაინული ჰაერი უნდა ჩაყლაპოს. უკრაინული მხარე რომ გეუბნება, უკრაინაში გამოუშვი სამკურნალოდო, ეს ახლა დაცინვა არ არის?“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930