გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მხარდაჭერის ახალი სქემა განიხილა

9-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ინვესტორებთან შეხვედრაში, რომლის დროსაც განხილულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული აუქციონების ჩატარების პროცედურები. შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). შეხვედრას ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. მისი განცხადებით, საქართველოსთვის, რომლის ეკონომიკაც სტაბილურად ვითარდება, მისი ენერგეტიკული შესაძლებლობების მდგრადი ზრდა უმნიშვნელოვანესია. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის რესურსების დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების ამბიციურ გეგმებზე, რომლებიც მიმართულია მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენ. მათ შორისაა, როგორც ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისება, ისე შავი ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობა, რომელიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს ევროკავშირთან დააკავშირებს. რომეო მიქაუტაძის თქმით, ყოველივე ეს გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს.


მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა USAID - ს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების განვითარებისადმი იჩენს.


შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა USAID - ის საქართველოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი.


ოფიციალური მოხსენებების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930