გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს დრეზდენში გაეცნენ

9-02-2023

ტურიზმის ეროვნულმაადმინისტრაციამ  გერმანიაში, დრეზდენში  MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.


ფორუმის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ.  გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო კომპანიების, ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.

 

MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმის მსვლელობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  ქვეყნის  ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გააცნეს  პოტენციურ პარტნიორებს: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების სამეფოს. ა.შ.შ.-ს სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიზნობრივი ქვეყნების წარმომადგენლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031