9-02-2023
ლიბერთიმ ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე, გაზრდილი სარგებლის აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სარგებლის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე.
როგორც ბანკში აცხადებენ, ახალი შეთავაზება საბანკო სექტორის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა:
„ლიბერთის სადეპოზიტო პროდუქტები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სარგებლით. ამჯერად, გვინდა ჩვენს მომხმარებლებს, მიმზიდველ პირობებთან ერთად, შევახსენოთ თანხის საიმედოდ შენახვისა და სამომავლოდ დაგროვების მნიშვნელობა.
აქციის ფარგლებში, გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - როგორც ჩვენი ბანკის არსებულ მომხმარებელს, ასევე იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ამჟამად დეპოზიტები სხვა ბანკში აქვთ განთავსებული და სურთ უკეთესი პირობებითლიბერთიში სარგებლობა“ - თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
აქციის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, ვადიანი ანაბრის ან/და სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა როგორც ლიბერთის, ასევე სხვა ბანკების მომხმარებლებისთვის შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:
ვადიანი ტიპის ანაბარი
ლარი - წლიური 12,35%, ეფექტური* 12,47%
დოლარი - ნომინალური 2,50%, ეფექტური* 2,51%
სადეპოზიტო სერტიფიკატი
ლარი- წლიური 12,35 ეფექტური* 12,35%
დოლარი - ნომინალური 1,35%, ეფექტური* 1,35%
*ეფექტური პროცენტი ნაჩვენებია 1000 ლარიან/დოლარიან ანაბარზე 12 თვის ვადით
ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის მობაილ ბანკიდან კიდევ უფრო მაღალი სარგებლით - აქციის პირობებს + 0.1%. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშიც.
16-11-2024
16-11-2024