გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Credit Suisse-მა წელი $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა

9-02-2023

წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა გასული წელი რეკორდული $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია, უშუალოდ IV კვარტალი კი $1.5 მილიარდის ზარალით დაიხურა.


უაღრესად არასახარბიელო ფინანსური შედეგები "რესტრუქტურიზაციის რადიკალური" სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და Credit Suisse-დან აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.


მოგეხსენებათ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება. ბანკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა, UBS-ის შემდეგ.


ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 80%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $13 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდისა.


ვრცლად შვეიცარიული ბანკის დაღმასვის ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ: როგორ აღმოჩნდა Credit Suisse კოლაფსის ზღვარზე?

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930