გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან შონია თანამშრომლებს ემშვიდობება

26-07-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პოსტზე 4 წელზე მეტი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებები, მაგრამ იყო ძალიან ბევრი სირთულე, რომელთა  ნაწილი დავძლიეთ და ნაწილიც დასაძლევია. გასული ოთხი წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის.

 

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩვენი რეგიონისთვის გამეკეთებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი. მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, რეგიონის მუნიციპალიტეტებს, მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, მადლობა პოლიციელების დიდ ოჯახს, საიდანაც მე მოვდივარ!

 

განსაკუთრებლი მადლობა მინდა გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადავუხდო, რომლებიც რეგიონის საკეთილდღეოდ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

 

გუნდისთვის არა ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ჩვენი რეგიონის მოსახლოებას, მადლობა ჩვენს ვეტერანებს რომელთა თანადგომას და რჩევებს მუდმივად ვიღებდი, მათი გაწეული შრომა ფასდაუდებელია.

 

წარმატებებს ვუსურვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორს, იმედს ვიქონიებ ახალი ხელმძღვაენლი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის!

 

მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031