გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა

10-02-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აქარს პირადად მიუსამძიმრა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მან თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.


თავდაცვის სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოხატა მინისტრის მოადგილემაც. დავით სუჯაშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა და მეგობარ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031