12-02-2023
„ჩვენ ვართ ჩიხში. თუ არ დავსხედით მოლაპარაკებაზე დაუსრულებელი იქნება ეს ომი. ახლა გვაქვს დურაკული სიტუაცია, როცა არც ომია და არც მშვიდობა. ამერიკელები გვაჩვევენ, რომ ჩვენ ვკარგავთ დონეცკის და ლუგანსკის ნაწილს“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა იუთუბ არხის ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, საჭიროა მოლაპარაკებების წარმოება, ვინაიდან ომი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, რადგან ყველას ესმის რომ უკრაინას რესურსები არა აქვს.
მისივე თქმით, ძალისმიერი მეთოდით რუსეთის გაგდება ძნელია და ეს დიდხანს გაგრძელდება.
„ჩვენ გავდივართ მოლაპარაკებებზე. ვეუბნებით დასავლეთს და უკრაინელებს - ბიჭებო ასე შეგვიძლია ვიომოთ დაუსრულებლად. ჩვენ მოვკალით 200 000, კიდევ შეიძლება ამდენივე გავიწვიოთ და იყოს ბევრი დანაკარგი. ამას დაუმატეთ დაღლილობა, რესურსების გამოფიტვა, ამიტომ მოდი მოვილაპარაკოთ. თუ უკრაინელები გაარღვევენ სამხრეთის ფრონტს, გადიან ყირიმის ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება არც მოხდეს. რესურსი არ არის საკმარისი მასშტაბური ოპერაციების საწარმოებლად. ეს შეიძლება რაღაც პერიოდი გაიყინოს, დროებით დავზავდეთ, მოჩვენებითი “მშვიდობა“ დამყარდეს და იყოს ის სიტუაცია, რაც იყო 2019-2022 წლებში.
200 000 რომ გავაჩეროთ, ჩვენ დავიღლებით. მოგვიწევს უკან დაბრუნება, ეს ჩვენ კარგად ვიცით. აქ საუბარია სადამდე, რა ნიშნულამდე. ჩვენ, სავარაუდოდ გავარღვევთ სამხრეთის ფრონტს სადმე, რომელიმე ადგილას და მივიღებთ წარმატებას.
ამერიკის მხარის ყველა იმედი დამყარებულია იმაზე, რომ ჩვენი (უკრაინელების) გაცვლის წილი უფრო მეტია, ვიდრე მათი, რუსების. ჩვენ შევდივართ „შეიარაღებულ“ მოლაპარაკებაში.
ყურადღებით მოვისმენთ ყველა მოსაზრებას, განსაკუთრებით ყურადღებით შევისწავლით ყველა დეტალს, გავითვალისწინებთ მათ აზრებს, სტოლტენბერგის ა.შ ისინი გვეუბნებიან, რომ შესაძლოა ეს არ არის კარგი პოზიცია, მაგრამ მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგში დგას, რადგან ყველას ესმის რომ უკრაინას რესურსები არ აქვს. ძალისმიერი მეთოდით აქედან რუსეთის გაგდება ძნელია და ეს დიდხანს გაგრძელდება. ახლა ისმის კითხვა, გვეყოფა ძალა რომ დავაგროვოთ იმდენი ჰიმარისები, აბრამსები, მ16-ები და ა.შ გავარღვიოთ ნებისმიერ ადგილას ეს ფრონტი? ამას ძალიან დიდი დრო მოუნდება“- განაცხადა არესტოვიჩმა.
16-11-2024
16-11-2024