გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა

13-02-2023

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკისა და კომპანია „3 ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა.სასტუმრო 778.60 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ის 4 სართულსა და 31 ნომერს მოიცავს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 1.97 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად შენობის შეძენასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

 

„ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დავიწყეთ. მისი გახსნა სამწუხაროდ, პანდემიის გამო გახანგრძლივდა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ოთხვარსკვლავიანი, 31 ნომრიანი სასტუმროს აშენება და გახსნა ამ დაბრკოლების მიუხედავადშევძელით. ჩვენთან მოსულ სტუმრებს მყუდრო და კომფორტულ ნომრებთან ერთად, ასევე სასიამოვნო გარემო დახვდებათ. ჩვენ მათ საუკეთესო შეთავაზებებს ვპირდებით“, - განაცხადა Epigraph Town Hotel-ის დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა.

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. კომპანია “3 ჯგუფთან“ 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თაბუკაშვილის ქუჩაზე,ოთხვარკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel-ის აშენება და გახსნა გახდა შესაძლებელი. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა მნიშვენლოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყანაში  სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენკვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესების გაძლიერებასა და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930