გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ აკადემიურმა საბჭომ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი დაამტკიცა

13-02-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა სააბჭომ ნანა ბოლაშვილი ახალი ვადით დაამტკიცა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორად.

 

თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ ნანა ბოლაშვილმა მუშაობა გეოგრაფიის ინსტიტუტში ლაბორანტად დაიწყო. მას გამოქვეყნებული აქვს100-მდე სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, არის რამოდენიმე მონოგრაფიის ავტორი და ავტორ-შემდგენელი. 2000 წლიდან დღემდე გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრია, ხოლო 2014წლიდან გაეროს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების სამთავრობოთაშორისი პლატფორმის (IPBES) ექსპერტი.

 

ნანა ბოლაშვილი საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტია, არის საერთაშორისო ჰიდროლოგიური ასოციაციისა და მრავალი საერთაშორისო პროექტის წევრი.

 

თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს გეოგრაფიის დარგში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას. გეოგრაფიის ინსტიტუტის  სამეცნიერო-კვლევით თემატიკაში  ძირითადი ყურადღება ეთმობა საქართველოს  ბუნებაში მიმდინარე სტიქიური პროცესების, ბუნებრივი  და საზოგადოებრივი რესურსების აღრიცხვას, შესწავლასა და შეფასებას.

 

ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების შედეგებს აქვს როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი ხასიათი. თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომელთა უშუალო მონაწილეობით აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა საქართველოს 1500-ზე მეტი მღვიმე და უფსკრული, მათ შორის ახალი ათონისა და წყალტუბოს (ყუმისთავის) ცნობილი მღვიმეები. კვლევის შედეგები კი დასახელებული მღვიმეების ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობის პროექტების  შედგენისას გაითვალისწინეს.

 

თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტირუტი ერთადერთი ორგანიზაციაა, სადაც მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული ატლასები (1964, 2012, 2018), საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა თამატიკის და მასშტაბის ციფრული  რუკები; ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული ატლასების სერიის შედგენა. 2020 წლიდან მზადდება ინგლისურენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი. ინსტიტუტში მიმდინარეობს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება, ხორციელდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930