გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა ჩხეიძე: ქართულმა ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში მოახერხა შეენარჩუნებინა სწორი პოზიცია, მეტ-ნაკლებად მიყოლოდა თავის კანონს და კონსტიტუციას და არ ემოქმედა მსოფლიო მიზანშეწონილობით

14-02-2023

უკრაინის ომი არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანსკნელი. ეს ომი ძალიან რთული ფენომენია და ძალიან ბევრი ძალებია მასში ჩართული. არ მინდა ახლა ანალიზის გაკეთება, თუნდაც იმიტომ, რომ ვუთანაგრძნობ უკრაინელ ხალხს. საქმე სწორედ იმაშია, რომ ეს ბრძოლაც და ომიც სწორედ იმ კონტექსტშია განსახილველი, რაც ჩვენს სამყაროს საფრთხეს უქმნის, ჩვენს ევროპულ, ქრისტიანულ კულტურას უქმნის საფრთხეს - აცხადებს კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი, პროფესორი პაატა ჩხეიძე კონსერვატიულ პორტალთან „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

აქვე ჩხეიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ და ქართულმა ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში მოახერხა შეენარჩუნებინა სწორი პოზიცია, მეტ-ნაკლებად მიყოლოდა თავის კანონს და კონსტიტუციას და არ ემოქმედა მსოფლიო მიზანშეწონილობით.

 

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი სამართლიანი შენიშვნა მქონდეს ხელისუფლებასთან, ბევრი რამ არ მომწონდეს, უნდა ითქვას, რომ საქართველომ და ქართულმა ხელისუფლებამ ბოლო წლის და ბოლო წლების განმავლობაში მოახერხა შეენარჩუნებინა სწორი პოზიცია და მეტ-ნაკლებად მიყოლოდა თავის კანონს და კონსტიტუციას და არ ეხელმძღვანელა, არ ემოქმედა მსოფლიო მიზანშეწონილობით.

 

ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფერხულში არ ჩავებმებით, რადგან გვაქვს ჩვენი ინტერესები. საქართველოს ჰყავს ბევრი პარტნიორი და მეგობარი, მაგრამ ჩვენი საკუთარი ინტერესები დგას ყველაზე მაღლა. საქართველო უპირველეს ყოვლისა! ეს დიდი პოეტის ნათქვამია და პოეტმა სწორედ განსაზღვრა მაშინ: საქართველო არის უპირველესი – ქართული კულტურა, ქართული ტრადიცია, ქართული ეკონომიკა, ქართული სჯული, სწორედ რომ სჯული, რომლის მცველებიც უნდა ვიყოთ პირველ რიგში. საბედნიეროდ, რაღაც მონახაზი ამ მხრივ გამოკვეთილია, თუმცა საკმარისი არ არის. ძალიან ბევრია სამუშაო და მტკიცედ დგომაა ამ მხრივ საჭირო.

 

ცხელ თავებს, ჩვენში, რაღაც ძალიან ეხალისებათ საუბარი ქართულ შემართებაზე, ქართულ გამარჯვებებზე რაღაც სიებს ადგენენ, მგზნებარე სიტყვები მესმის ხოლმე მასმედიიდან და სოცქსელებიდან, ვკითხულობ და მიკვირს გონიერი ხალხის დაკვირვებლობა. ეს აღარ არის ის ვითარება, როდესაც შენ შეგიძლია ერთ ბრძოლაში გაიმარჯვო“ - აცხადებს პაატა ჩხეიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930