გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: აჭიჭყინდნენ „გნიდა ბავშვები“ - დააკვირდით, ვინ გააპროტესტებს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს - ყველა, ვინც უცხოურ ფინანსებს არის შეკედლებული და საზოგადოების წინაშე ვალდებულება ნული აქვს

14-02-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, გარკვეული ორგანიზაციების გამოხმაურებებს პასუხობს.


„აჭიჭყინდნენ „გნიდა ბავშვები“. მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დაარსებისთანავე პირობა დადო, რომ მისი სამოქმედო გზამკვლევი მხოლოდ საზოგადოებრივი და სახალხო საწყისი იქნებოდა. დღეს მეტად საჭირო კანონპროექტი დაინიცირდა, რომელიც გამჭვირვალეს გახდის საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი აქტორების უცხოელი დონორებისა და ფინანსების შესახებ. შენიშვნა: კანონი არ ზღუდავს საქმიანობას, მხოლოდ სავალდებულოს ხდის ანგარიშვალდებულებების საჯაროობას! ახლა დააკვირდით ვინ გააპროტესტებს? ყველა, ვინც შეკედლებულია უცხოურ ფინანსებს და საზოგადოების წინაშე ვალდებულება ნული აქვს.


ამიტომ, ასეთი პარაზიტებისაგან საზოგადოების დაცვა, სწორედ ასეთი ინიციატივებითაა შესაძლებელი! ჰოდა, ეს ერთი და სხვა მრავალი! პარაზიტებო, წინ ბევრი სიურპრიზი გელით.


P.S. სხვათა შორის, გიული ალასანიას ლობიზმში გადახდილი მილიონი დოლარი, ამერიკული ფედერალური აქტის საფუძველზეა გასაჯაროებული, აი, იმ კანონის, რომლის ქართული ანალოგი საქართველოში, „ხალხის ძალამ“ დააინიცირა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930