გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე OECD - ის მინისტერიალში მონაწილეობს

14-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მონაწილეობს საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ მინისტერიალში.


შეხვედრის ძირითადი თემაა: პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობა და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში (Promoting and enabling responsible business conduct in the global economy).

გენადი არველაძე მოხსენებას გააკეთებს სესიაზე, რომელიც გაციფრულების შესაძლებლობებს შეეხება.


მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ OECD-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები. მინისტერიალი OECD - ს გენერალური მდივანმა მათიას კორმანი გახსნა. შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.


ღონისძიების პარალელურად, ასევე დაგეგმილია მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ორმხრივი შეხვედრა OECD - ს დირექტორთან ანდრიას შაალთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ასევე განიხილება ქ. თბილისში, 2023 წლის ივნისში დაგეგმილი OECD - ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728