გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სააკაშვილი აშშ-ში უცხოური გავლენის აგენტად აიყვანეს აღრიცხვაზე, როდესაც იურიდიული და სამედიცინო პიარ მომსახურება დასჭირდათ - მის ოჯახს Akerman-თან ხელშეკრულებას სხვაგვარად ვერც გაუფორმებდნენ

15-02-2023

 „ამერიკული, FARA-ს კანონით, [რომელიც უცხო ქვეყნიდან დაფინანსების გამჭვირვალობას ითვალისწინებს], ამასწინათ თვითონ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლა“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ამ კანონის მიხედვით, ამერიკაში აღრიცხვაზე უცხოური გავლენის აგენტად აიყვანეს, როდესაც იურიდიული და სამედიცინო პიარ მომსახურება დასჭირდათ, რადგან მის ოჯახს Akerman-თან ხელშეკრულებას სხვაგვარად ვერც გაუფორმებდნენ.


„როდესაც მის ოჯახს იურიდიული და სამედიცინო პიარმომსახურებასთან დაკავშირებით ამერიკულ ფირმა „აკერმანთან“ ხელშეკრულების გაფორმება დასჭირდა, FARA-ს კანონის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი რეესტრში აღრიცხვაზე ავტომატურად დადგა. სხვანაირად, ეს კონტრაქტი ვერ შედგებოდა.


იმან, რომ სააკაშვილი ამერიკაში აღრიცხვაზე უცხოური გავლენის აგენტად აიყვანეს, „აკერმანის“ იურიდიულ ფირმას ხელი შეუშალა, რომ ის 917 000 დოლარი დაეხარჯა, ნაწილი ექსპერტიზების ჩასატარებლად, ნაწილი მედია-პიარ კამპანიაზე და ა.შ? ეს არის, უბრალოდ, კანონით გათვალისწინებული პროცედურაა, რომელიც მიღებულია ცივილიზებულ - დასავლურ სამყაროში - ავსტრალიაში, აშშ-ში, უნგრეთსა და ისრაელში“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.


დავით ქართველიშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი სასარგებლოა დონორებისთვისაც, რადგან მათ მიერ გაცემული თანხების გაკონტროლებისთვის კიდევ ერთი მექანიზმი იქმნება.


„[სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში] ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, ვალდებულია აღრიცხვაზე დადგეს და სახელმწიფოსთან ანგარიშგება ჰქონდეს, რაც დონორისთვისაც სასარგებლოა. თუ დონორი კეთილსინდისიერია, მანაც უნდა იცოდეს ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია ხომ არ ჩამოყალიბდა ანტისამთავრობო ორგანიზაციად, თანხების ნაწილი პირად მიზნებში ხომ არ მიდის - სახლებს ხომ არ იშენებენ ან ძვირადღირებულ მანქანებს ხომ არ ყიდულობენ. ამიტომ, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ თვითონ დასავლელმა დონორებმა იცოდნენ - მათი თანხების გაკონტროლების კიდევ ერთი მექანიზმი არსებობს. „მათი თანხები“ ნიშნავს მათი გადამხდელების გადასახადს. გადამხდელების გადასახადების მიზნობრივად ხარჯვაზე კი ვიცი, რომ აშშ ძალიან ზრუნავს.“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930