15-02-2023
მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა არ გაიმეორებს საუკუნის წინანდელ შეცდომას და ტოტალიტარიზმს არ გააბატონებს, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტარ კუბილიუსის განცხადებას:
„კუბილიუსის მუქარა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი სახელმწიფოებრივი უფლებების ფეხქვეშ გათელვა.
ევროპა გვიბრძანებს, რომ დავივიწყოთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და პირადი საკუთრების დაცვა, დავივიწყოთ საკუთარი ხალხის მოთხოვნა და მხოლოდ მათი ბრძანებები შევასრულოთ.
ეს აღარ არის ავტორიტარიზმი, ეს უკვე ტოტალიტარიზმისკენ სავალი გზაა. მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა არ გაიმეორებს საუკუნის წინანდელ შეცდომას და ტოტალიტარიზმს არ გააბატონებს. ამის სავალალო შედეგი მსოფლიომ ერთხელ უკვე ნახა“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.