გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: ჯერ რეზოლუციაზე ხელმოწერით და შემდეგ გენშტაბის უფროსის პირით საზოგადოებას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომი მათ დაიწყეს

17-02-2023

ზაზა შათირიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ, ნაცმოძრაობის რეჟიმის ორი უმძიმესი და მოღალატეობრივი ფაქტი გამახსენდა. პირველი - ომიდან რამდენიმე კვირაში მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც საკუთარ ქვეყანას და სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს - "თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა" (ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია, მუხლი 5)“. დიდხანს მალავდნენ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას, მაგრამ როგორც მათი საყვარელი, ბიუჯეტის ვირთხა უგულავა ციტირებს ხოლმე, „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“. ბევრჯერ სცადეს ამ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერის გამართლება, ხან კომპრომისით, ხან რუსეთზე ოკუპანტის იარლიყით, მაგრამ უარეს ჩიხში შევიდნენ. მეორე და მთავარი - ეს ვიდეო ამოღებულია სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული პროპაგანდისტული ფილმიდან აგვისტოს ომის შესახებ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გოგავა უმძიმეს აღიარებას მშვიდად ყვება კამერების წინაშე - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, დიდხანს მალავდნენ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას, მაგრამ როგორც მათი საყვარელი, ბიუჯეტის ვირთხა უგულავა ციტირებს ხოლმე, „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“.


„ზაზა შათირიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ, ნაცმოძრაობის რეჟიმის ორი უმძიმესი და მოღალატეობრივი ფაქტი გამახსენდა. პირველი - ომიდან რამდენიმე კვირაში მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც საკუთარ ქვეყანას და სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს - "თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა" (ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია, მუხლი 5)“ დიდხანს მალავდნენ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას, მაგრამ როგორც მათი საყვარელი, ბიუჯეტის ვირთხა უგულავა ციტირებს ხოლმე, „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“. ბევრჯერ სცადეს ამ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერის გამართლება, ხან კომპრომისით, ხან რუსეთზე ოკუპანტის იარლიყით, მაგრამ უარეს ჩიხში შევიდნენ. მეორე და მთავარი - ეს ვიდეო ამოღებულია სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული პროპაგანდისტული ფილმიდან აგვისტოს ომის შესახებ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გოგავა უმძიმეს აღიარებას მშვიდად ყვება კამერების წინაშე. ის ამბობს, რომ სწრაფად უნდა დაეკავებინათ პოზიციები ცხინვალის რეგიონში, რადგან იყო ეჭვი იმისა, რომ რუსეთი სამხედრო ოპერაციას ასევე სამხედრო ძალით უპასუხებდა. ანუ რა გამოდის, ომის პარტიის პროპაგანდა თან ყველას მოღალატის იარლიყს აკრავდა, ვინც გაბედავდა და სიმართლესთან მიახლოებულს იტყოდა ნაცების დამღუპველი ქმედებების შესახებ, ხოლო თავად ჯერ რეზოლუციაზე ხელმოწერით და შემდეგ გენშტაბის უფროსის პირით საზოგადოებას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომი მათ დაიწყეს. ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება მათ ლეგიტიმური უფლება ჰქონდეთ, რომ ისევ პოლიტიკაში იყვნენ???“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031